ცხოვრება სოფელში, რომელსაც სასმელი და სარწყავი წყალი არ გააჩნია

600-დან 60 ოჯახამდე შემცირებული დასახლება. დახმარებას ითხოვენ სოფელ კუმისის მცხოვრებლები. ადგილობრივებს არც სასმელი და არც სარწყავი წყალი აქვთ, პრობლემურია სოფლისთვის ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც. როგორ უნდა მოგვარდეს სოფელ კუმისში წყლის პრობლემა უკვე ცნობილია, თუმცა პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი თანხა მუნიციპალიტეტს არ აქვს.