ცხოვრება მაღალმთიან სოფელში

თეთრიწყლები და თემში შემავალი სხვა სოფლები ერთადერთი დასახლებული ადგილია თელავის მუნიციპალიტეტში, რომლის გაზიფიცირებაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცა ეს უმთავრესი პრობლემა არ არის, რის გამოც, ადგილობრივები სოფელს ტოვებენ, თეთრიწყლებში ავარიულობის გამო დაიხურა საბავშვო ბაღი, სკოლას კი მიმდინარე სასწავლო წელს პირველკლასელი არ ჰყავს. ადგილობრივების ძირითადი შემოსავალი სეზონური სამუშაო, პენსია და სოციალური დახმარებაა. თემში შემავალი სოფლების მცხოვრებლები პირველი რიგის გადასაჭრელ პრობლემებად გაზიფიცირებასა და დასაქმებას ასახელებენ.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები