იქ, სადაც მთა და ბარი ერთმანეთს ხვდება, ერთმანეთთან შეხვედრა უჭირთ ადამიანებს.
თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე გაშენებული პატარა სოფლები თავად აცოცხლებენ ისტორიასა და ტრადიციებს, იმ იმედით რომ იქ ადამიანები დაბრუნდებიან, და თუ არ დარჩებიან, შთაბეჭდილებებს მაინც წამოიღებენ. შიდა ქართლში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი დღეს ტანა-თეძმის ხეობაში გამოგზაურებთ და გაგაცნობთ ადგილობრივებს, რომლებიც უკვე წლებია ზრუნავენ იმაზე, რომ ამ პატარა სოფლებს სხვებივით, ნასოფლარი არ დაერქვათ. იმის მიუხედავად, რომ აქ გზის, ელექტრო ენერგიისა და სხვა კომუნიკაციების პრობლემაა და ზამთარიც მკაცრი იცის, თუკი მღებრიანს ეწვევით, ამ სოფლის სიცოცხლის მცველები აუცილებლად დაგარწმუნებენ იმაში, რომ მხოლოდ მთებშია თავისუფლება.
ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.