ცხოვრება დანგრეულ სპორტსკოლაში

ქალაქ ფოთში ყოფილი სპორტული-კომპლექსის შენობაში შეჭრილი უსახლკარო ოჯახები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ძველ შენობაში ამორტიზებულია საკანალიზაციო სისტემა, წყალი სასმელად უვარგისია. სახურავი და ჭერი დაზიანებულია, შენობის საძირკველი და კედლები ინგრევა. შენობაში მყოფი ყველა ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათი ერთადერთი შემოსავალი სწორედ სოციალური დახმარებაა.