ცხოვრება ავარიულ სახლებში

12 ოჯახი დახმარებას ითხოვს მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში. ეს ოჯახები მეურნეობისთვის 1958 წელს აშენებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ მუდმივ შიშში არიან, ვინაიდან სახლი ამორტიზებულია და ამის ხილვა ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც შეიძლება. მოქალაქეების განცხადებით, მათ სხვა საცხოვრებელი არ აქვთ, შესაბამისად ვერსად მიდიან და დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავენ. „მოამბე რეგიონებმა“ მიმართა მერიას, სადაც მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს, რომ შენობა არ არის მათ ბალანსზე და მათთვის არც მოქალაქეებს მიუმართავთ.

რუსუდან ლოლაძე და ირაკლი თელაურიძე დეტალებით.