ცხოველთა სტერილიზაცია-ვაქცინაციის პროცესი

18:42, 22.04.2026

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოველთა სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ქართველი და პოლონელი ვეტერინარები ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ. კამპანიაში პოლონელ სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი გურჯაანის, გორისა და ქუთაისის ვეტერინარები.

თანამშრომლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ვეტერინარული პრაქტიკის გაზიარებასა და პროფესიული უნარების გაღრმავებას, რაც პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. 18-24 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 500-მდე ცხოველს ჩაუტარდება სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია.

პროცესში ჩართულია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი. ვეტერინარული მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც პატრონიანი, ასევე მიუსაფარი ცხოველებისთვის. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, ინფექციური დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

მსგავსი