ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ვახტან ლომჯარია დღეს საკრებულოში თბილისის მერმა წარადგინა. მერის თქმით, ვახტან ლომჯარიას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. განათლება გერმანიაში აქვს მიღებული და პროფესიით ფინანსისტია, ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

კახა კალაძის განმარტებით, სააგენტოს განვითარების სტრატეგიის შექმნაში ცხოველთა უფლებადამცველების პრეტენზიები იქნება გათვალისწინებული. ასევე რეკომენდაციებს მოისმენენ ცხოველთა უფლებების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რადგან შეიქმნას ჰუმანური და სამართლიანი სამსახური.