საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარიზში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორსაც შეხვდა, სადაც ცხოველთა გადამდები დაავადებების კონტროლის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ცხოველთა ჯანმრთელობის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მუშაობს ოფიციალური „დაავადებებისგან თავისუფალი ქვეყნის“ სტატუსის მისაღწევად, რაშიც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან ესპანეთიდან და პორტუგალიიდან, სადაც არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.