ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია

15:28, 20.04.2026

სამტრედიაში ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია პოლონელ ვეტერინარებთან ერთად მიმდინარეობს. ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი სამტრედიის მუნიციპალიტეტში 500-მდე ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაციას ახორციელებს. საჭირო პროცედურები უტარდებათ როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ ძაღლებსა და კატებს. ჰიპერპოპულაციის კამპანია, პოლონელი ვეტერინარების მონაწილეობით, საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.

მსგავსი