ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ცხინვალში დღეს და ხვალ სხვადასხვა ღონისძიების გამართვა იგეგმება. შეზღუდვა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე 6 აგვისტოს, 20 საათზე ამოქმედდა და 9 აგვისტოს, 06:00-დან მოიხსნება.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, დე-ფაქტო ხელისუფლების ეს ქმედება, მოსახლეობას უქმნის დამატებით სირთულეებს, თავად ნაბიჯი კი, არალეგიტიმურია.