ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული მოქალაქეები

სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები დათა ვანიშვილის ოჯახის წევრები კარანტინს ცხინვალში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გაივლიან. ახალგაზრდა წყვილი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია დაკავებულის ოჯახისთვის დღეს გახდა ცნობული. ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ნათესავების ინფორმაციით, დაკავებულებს საკარანტინო რეჟიმის მოხდის შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ. ოჯახის განცხადებით, მათ ე. წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან და თანხის გადახდას სთხოვენ. ოჯახი დახმრებას ხელისუფლებას თხოვს.

ცოლ-ქმარი, მალხაზ ვანიშვილი და თათია ადიკაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ხურვალეთში დააკავა. მათი დაკავება მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებ პაპასთან, დათა ვანიშვილთან სტუმრობისას მოხდა.

დატოვე კომენტარი