„ცივი ტბის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოში „ცივი ტბის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 16 მილიონ ლარზე მეტია.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტბაზე გადასახედს, მოეწყო სათევზაო და ნავსადგომის ადგილები, ტბის გარშემო საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები. ტერიტორია გამწვანდა დამატებითი ნარგავებით, დამონტაჟდა განათების სისტემა და მოეწყო საავტომობილო პარკინგი.