ციტრუსის სეზონის შეჯამება

18:41, 29.01.2026

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრებსა და ციტრუსის მიმღებ – გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სეზონის განმავლობაში მიღწეული შედეგები განიხილეს და არსებული გამოწვევების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმებზე, ციტრუსის რეალიზაციის პროცესსა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებზე. სეზონის განმავლობაში საექსპორტო მანდარინის მიღებას 20-ზე მეტი კომპანია ახორციელებდა, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში მოქმედი ორი ქარხანა უზრუნველყოფდა.

მსგავსი