ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოში

21:36, 14.10.2026

ფართოვდება სამკურნალო პროგრამა, რომელიც პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების მქონე პაციენტებისთვისაა გათვალისწინებული.

საქართველოში მცხოვრები ცისტური ფიბროზის დიაგნოზის მქონე პირებისთვის თანამედროვე მედიკამენტი ხდება ხელმისაწვდომი. ქვეყანაში ინოვაციური პრეპარატი „ტრიკაფტა“ შემოიტანეს. ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული წამლის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება, მათ მისაღებად ბენეფიციარები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. დაავადება, რომელიც ფილტვებს და კუჭ-ნაწლავის სისტემას აზიანებს, საქართველოში 125-მდე ადამიანს აქვს. ექიმების მოლოდინია, რომ პრეპარატი შესაბამისი დიაგნოზის მქონე პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მსგავსი