ცისტური ფიბროზის მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს
იშვიათი დაავადების – ცისტური ფიბროზის მკურნალობას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს. პაციენტები მედიკამენტ „ტრიკაფტას“ ჯანდაცვის სამინისტროსგან უსასყიდლოდ მიიღებენ. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზი დაახლოებით 120 პირს აქვს.
ისინი ახალ მედიკამენტს სექტემბრიდან მიიღებენ. მიხეილ სარჯველაძე ამ დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს, ასევე შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმებს უკვე შეხვდა. ისაუბრეს მედიკამენტის დანერგვისთვის საჭირო პროცედურების გაგრძელებაზე.