„ცის რბილი კანი“ – პოეტური კრებულის პრეზენტაცია
„ცის რბილი კანი“ – თბილისში ამ სახელწოდებით წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სოფიკო კვანტალიანის პოეტური კრებული ბოლო წლებში შექმნილ 70-მდე ლექსს აერთიანებს. პრეზენტაცია დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა, ავტორისთვის კითხვები დაესვა.