Cipriani Batumi-ს პრეზენტაცია

21:48, 04.11.2026

უპრეცედენტო მოვლენა ქართული დეველოპერული სექტორისთვის – საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე პრემიუმ სეგმენტის ლიდერი იტალიური კომპანია „ჩიპრიანი“ შემოდის.

მსოფლიო ბრენდი, რომელსაც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბათუმში დაგეგმილი დეველოპერული პროექტის თანამონაწილე ხდება. „ჩიპრიანი ბათუმი“ სამშენებლო კომპანიების „ორბი ჯგუფის“, „ბლოკ ჯგუფისა“ და „ჩიპრიანის“ თანამშრომლობის შედეგია. პროექტი გააერთიანებს 100-ნომრიან ლუქს სასტუმროს და უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელ რეზიდენციებს. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, იტალიური კომპანიის პრეზიდენტი ჯუზეპე ჩიპრიანი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიო ესწრებოდნენ. ახალ კომპლექსში პირველი აპარტამენტის მფლობელი, სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდება.

„მოამბე“ ბათუმიდან – პროექტის დეტალებზე მერაბ წულუკიძე ისაუბრებს.

მსგავსი