ციხის კადრების საქმე

2012 წლის ციხის კადრების საქმეზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნეს.  პროკურატურის  ინფორმაციით, საუბარია პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე.

მოამბე