ციხიდან გაქცევის მცდელობა ვალენსიაში მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ციხიდან გაქცევის მცდელობა ვენესუელის ქალაქ ვალენსიაში.

ამბოხს და განზრახ გაჩენილ ხანძარს 68 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქედან ორი ციხეში ოჯახის წევრის მოსანახულებლად იყო მისული.

სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან შეკრებილი პატიმრების ოჯახის წევრები პოლიციამ ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა.