ციხელაშვილის მოსმენა პარლამენტში

ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვაზე ლაპარაკით დაიწყო პარლამენტში საკუთარი გამოსვლა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში დეპუტატებს საოკუპაციო ხაზებთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აწვდის.

ოპოზიცია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზით დაინტერესდა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნაბაკევის ბაზაზე მომხდარში დღეს ხელისუფლების პოლიტიკა დაადანაშაულა. ბრალდებას მინისტრის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს ომის არიდების პოლიტიკას, ოპოზიციის მსგავსი ბრალდებები კი პოლიტიკური სპეკულაციაა. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე და ხაზი გასუვა გუშინ ამოქმედებულ ახალ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს 7-დან 35 ათას ლარამდე გრანტის მიღების საშუალებას აძლევს.