CIA-ის ჯაშუში კრემლში

ვინ არის ოლეგ სმოლენკოვი და რა მისიით იყო ჩასული ვაშინგტონიდან მოსკოვში, – ეს არის კითხვა, რომელიც დღეს საერთაშორისო პრესაში ყველაზე აქტუალურია.

საიდუმლო წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკული მედია აშშ-ის სპეც-სამსახურების მიერ კრემლში ჩანერგილ აგენტზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომელსაც წლების განმავლობაში თავად რუსეთის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტთან ჰქონდა წვდომა და საიდუმლო მასალებს ვაშინგტონში გზავნიდა. ორი ქვეყნის ოფიციალური უწყებები გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, დონალდ ტრამპი კი „სიენენს“ ყალბი ამბის გავრცელებაში ადანაშაულებს.

გივი ბარამიძე არკვევდა, სად არის სავარაუდო ჯაშუში და რა გახდა რუსეთიდან მისი გაყვანის მიზეზი.