ჭყონდიდობის დღესასწაული

18:45, 25.09.2025

მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაული მიმდინარეობს. დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და მწიგნობართუხუცესის, გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე, საეკლესიოსთან ერთად,  საერო დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები დილიდან იმართება მარტვილში. გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები, მოწყობილია ეთნოკუთხეები, იმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები. ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდებიან საპატიო მარტვილელები და დამსახურებული სკოლის პედაგოგები. ღონისძიებებს საქართველოს ვიცე პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.

ჭყონდიდობა საღამოს გალა კონცერტით დაიხურება.

მსგავსი