ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პეტრე ცაავა სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს. მოთხოვნის მიუხედავად, ის გადაწყვეტილებას არ ცვლის.

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მისი ქმედებები კვლავ სინოდმა უნდა განიხილოს. რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიას, გადაბარების პროცესს, ხვალიდან უკვე სპეციალური კომისია უხელმძღვანელებს, რომელშიც საპატრიარქოს წარმომადგენლების გარდა, ადგილობრივი სასულიერო პირებიც ჩაერთვებიან.