„ჩვენი ქართული ენა“  პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოება

საქართველოს პირველი არხის პროექტის, „ჩვენი ქართული ენა“, მონაწილეების დაჯილდოება გრძელდება. პროექტზე მომუშავე ჯგუფი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში, სოფელ კოჩიოსა და კორხში იმყოფებოდა. ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადის მონაწილე მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. პროექტის მონაწილეების თქმით, ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადამ მათ ქართული ენის შესწავლის მოტივაცია მისცა. პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

დატოვე კომენტარი