„ჩვენი ქართული ენა“ - პირველი არხის ახალი პროექტი

„ჩვენი ქართული ენა“ – პირველი არხის ახალი პროექტია.

ინიციატივა არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ტელეოლიმპიადის ჩატარებას და ქართული ენის ვიდეოგაკვეთილების კურსს ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.

პროექტს საქართველოს პირველი არხი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით ახორციელებს.

დატოვე კომენტარი