„ჩვენ უკრაინისთვის“ - საქართველოს პირველი არხის მარათონი

„ჩვენ უკრაინისთვის“ – საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს.

მარათონი პირველ მარტს, საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავა და მასში ჩართვის შესაძლებლობა, SMS-ის საშუალებით ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება. „ჩვენ უკრაინისთვის“ – საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე შესრულდება პოპულარული ეპიზოდები საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტებიდან.