„ჩვენ უკრაინისთვის“ – საქართველოს პირველი არხის მარათონი

10:30, 27.02.2022

„ჩვენ უკრაინისთვის“ – საქართველოს პირველი არხი, „წითელ ჯვართან“ ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს. მარათონი პირველ მარტს, საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავა და მასში ჩართვის შესაძლებლობა SMS-ის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება. „ჩვენ უკრაინისთვის“ – საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე შესრულდება პოპულარული ეპიზოდები საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტებიდან.

მსგავსი