,,ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა" - მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა ფოთში

ფოთში მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა სახელწოდებით ,,ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა”. მასში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეთა თქმით, ყოველწლიურად, ქაფშიის რეწვის სეზონზე, ქალაქს უსიამოვნო სუნი აწუხებს, რომელიც თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ვრცელდება. მოსახლეობა ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.