ჩურჩხელა და თათარობა – ქართული კულინარიული ტრადიცია

21:37, 18.10.2026

ჩურჩხელა და თათარობა ქართული კულინარიული ტრადიციისა და რთველის სეზონის განუყოფელი ნაწილია. კახეთში თათარა განსაკუთრებული წესით მზადდება, რაც ნამდვილი ჩურჩხელის ავთენტურობასა და უნიკალურ გემოს განსაზღვრავს. კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგიას საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ეს სტატუსი ხაზს უსვამს ჩურჩხელის დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციასა და საზოგადოებრივ გამოცდილებას.

თათარობა კახეთში – ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი