ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობას იწყება

რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

ახალ გზას საუკეთესო შეფასებების მქონე ჩინური კომპანია ააშენებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, კომპანიას ბოლო წლების განმავლობაში აშენებული აქვს 5 000-ზე მეტი სიგრძის გზა, ჯამურად 108 კმ. სიგრძის გვირაბები და 851 კმ. სიგრძის ხიდები. მხოლოდ 2018 წელს, კომპანიის კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 340 მილიარდამდე დოლარი შეადგინა.

ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ.

პროექტი ითვალისწინებს ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და სამი გვირაბის მშენებლობას. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები, გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.