ჩუღურეთში ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. სიმბოლური კაფსულა საძირკველში დღეს თბილისის მერმა ჩადო. პროექტისთვის გათვალისწინებულია 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია, სადაც თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი შენობა აშენდება. ბაღში განთავსებული იქნება ექვსი სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც მომსახურებას 180-მდე აღსაზრდელი მიიღებს. ახალ საბავშვო ბაღს სპორტული და მუსიკალური დარბაზები, ასევე კეთილმოწყობილი ეზო ექნება.