დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ კი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნების კოლეგებთან ერთად, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის ზომები განიხილა. ბლუმბერგს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი რიჩარდ ნაიტონი, რომელმაც ტანკერებთან დაკავშირებული მოქმედებების შესაძლო ვარიანტები წარმოადგინა, მათ შორის გემების ერთობლივი დაკავების ოპერაციები.