ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

ჩრდილოეთ მაკედონიის, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და ეუთო-ს საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მანამდე კი ოფიციალური დისკუსია გაიმართა საგარეო უწყებაში. ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს. ბუიარ ოსმანის თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიის მიზანია, მხარი დაუჭიროს მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში.