ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

15:13, 01.07.2026

საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა არსებული პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

აქცენტი  შავი ზღვის რეგიონისა და დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობაზე გაკეთდა. იმსჯელეს ეკონომიკური დერეფნების განვითარების საკითხებზე.

მსგავსი