ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

15:16, 01.07.2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. დადებითად შეფასდა აფრიმ გაშის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში მისი მონაწილეობის პარალელურად შედგა. განიხილეს ევროკავშირთან ორი ქვეყნის ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მისწრაფების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ განხილვები გაგრძელდეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. აფრიმ გაშიმ შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით მოიწვია.

მსგავსი