ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა – გამოძიება პროკურატურაში 

21:24, 04.07.2025

ვიდრე საგამოძიებო კომისია დასკვნას დადებს, ჩორჩანას ეპიზოდზე გამოკითხვები პროკურატურაში გრძელდება. ჰქონდათ თუ არა  გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მთავრობის სხვა წევრებს – გამოძიების შეკითხვებს ამჯერად ვანო მაჭავარიანმა უპასუხა. როგორც ირკვევა ფინანსთა ყოფილი მინისტრი სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა. პროკურატურა გამოძიებას საბოტაჟისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით აწარმოებს. სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანია ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება. გამოძიების ვერსიით, გიორგი გახარიას ქმედებით, რაც მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა, ქვეყანამ დამატებით 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაკარგა.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ექს-პრემიერი და მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. იდენტურია შეფასებები სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.

მსგავსი