ჩორჩანას ეპიზოდი - გამოძიება პროკურატურაში

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საქმეზე მოწმის სტატუსით პროკურატურაში დაიკითხა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაურია. ის ჩორჩანას ეპიზოდის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გამომძიებლების კითხვებს გომელაური თითქმის ორი საათის განმავლობაში პასუხობდა, რის შემდეგაც მედიასთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მან ინფორმაცია პოსტფაქტუმ მიიღო, რის შემდეგაც, საქმის კურსში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჩააყენა. გომელაური ამბობს, რომ საგუშაგოს განთავსებას შესაძლოა ვითარების ესკალაცია მოჰყოლოდა, მათ შორის არსებობდა ომის საფრთხეც.