ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

საქმეს, ბრალდებულის მოთხოვნით, ნაფიცი მსაჯულები იხილავენ. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის იმ მოწმეებს უსმენენ, რომლებმაც პროკურორების განცხადებით, შემთხვევის დღეს მკვლელობაში ბრალდებული ამოიცნეს.

ბრალდების მხარე დაკავებულს განზრახ მკვლელობას ედავება, თუმცა მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ის დამნაშავე არ არის.

ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.

ჭონქაძის ქუჩაზე ვილნიუსის სკვერთან მკვლელობა გასული წლის 16 აგვისტოს მოხდა.