ჩოხატაურში ნოე რამიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ნოე რამიშვილის იუბილე პირველად აღინიშნა.

საჯარო შეხვედრა იმ სკოლის ეზოში ჩატარდა, რომელშიც ის სწავლობდა. ღონისძიებას ნოე რამიშვილის შთამომავლები, ისტორიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობა, ასევე, სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, სკოლის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის – „პირველი რესპუბლიკის“ ჩვენება გაიმართა.

ნოე რამიშვილის შთამომავლების ინიციატივით, სოფელ დიდი ვანის სკოლაში ნოე რამიშვილის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია დაწესდება.