ჩხუბი სომხეთის ეროვნულ კრებაში
სომხეთის ეროვნულ კრებაში, აუდიტის პალატის წევრის არჩევის საკითხის განხილვა გრძელდება. სომხური მედიის ცნობით, ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს პარლამენტში ვითარება დაიძაბა. ჩახოიანმა ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ხელმძღვანელს, ნარეკ კარაპეტიანს შეახსენა, რომ მის ბიძაშვილს დღემდე არ მოუხდია ბოდიში წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადების გამო. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი ქალთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ცალკე სამინისტროს შექმნას აპირებდნენ. ნარეკ კარაპეტიანი ტრიბუნასთან მივიდა, რის შემდეგაც პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.