საგამოძიებო მოქმედებები ყოფილი პრემიერის სახლში.
პროკურატურაში სამი საათის წინ ჩატარებულმა ბრიფინგმა ყველა თემა გადაფარა. ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც ირკვევა, ჩხრეკა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. ახსენეს ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული რვა პირიც, თუმცა მათი ვინაობა არ დაკონკრეტებულა. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საქმეებს გენერალური პროკურატურა და სუს-ის ორი ორი დეპარტამენტი, მათ შორის ანტიკორუფციული დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ელექტრონული მოწყობილობები. უცნობია, რას ედავებიან ექს-პრმეიერ-მინისტრს და ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებმაც დაკავებული პოსტები თვეების წინ დატოვეს. ბოლო თვეებში თანამდებობიდან გადადგა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროინდელი რამდენიმე მინისტრი და მაღალი თანამდებობის პირიც, მათ შორის თავდაცვის ექს-მინისტრი, რომელიც ცოტა ხნის წინ კორუფციის ბრალდებით დააკავეს.