ჩხრეკა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში

21:03, 18.10.2025

„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლების ჩხრეკისას 7 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული, ძვირფასი ნივთები, ელექტრომოწყობილობები და დოკუმენტაცია ამოიღეს. სუს-მა განმარტა, რომ სწორედ ამოღებული ნივთმტკიცებების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, რა სახის სამართლებრივი რეაგირება დაიწყება აღნიშნული პირების მიმართ.

ბრიფინგზე რომეო მიქაუტაძის გვარიც გაჟღერდა, რომელიც კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული. ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა.

 

მსგავსი