ჩხრეკა ოპოზიციური პარტიების ოფისში

ჩხრეკა პარტიების ოფისებში და დაკავებები – საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა პოლიტიკური სუბიექტების ოფისებსა და საპროტესტო აქციების აქტივისტების სახლებში. დაკავებულები არიან კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და ამავე კოალიციის ერთი წევრი. გვარამია მაშინ აიყვანეს, როცა „დროას“ ოფისში ჩხრეკა ტარდებოდა. კოალიციის ლიდერი შარაშიძის ქუჩაზე მდებარე შენობაში შესვლას ითხოვდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ის ჯერ დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში, მოგვიანებით კი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ოფისიდან ამოღებულია პიროტექნიკის საშუალებები, პარალონები, დროშის ტარები, გარკვეული დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. „დროას“ ოფისთან ბელა ზაქაიძე მუშაობს.