თავდაცვის ყოფილი მინისტრის თბილისში მდებარე სახლებში სამართალდამცველები შევიდნენ.
საგამოძიებო მოქმედებები დღის მეორე ნახევრში დაიწყო. ჩხრეკა ჩატარდა დავით კეზერაშვილის კუთვნილ სახლებში ორ მისამართზე წერეთლის და ამაღლების ქუჩებზე. საგამოძიებო მოქმედებებს წინ უძღოდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე უსამართლო არ ყოფილა.