ჩხრეკა ფონდების დამფუძნებლების სახლებში – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

18:30, 30.04.2025

რამდენიმე ფონდის დამფუძნებლისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებული ჩხრეკა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პროკურატურის მოქმედებას რეპრესიებად აფასებს. ხელისუფლება კი ფონდების ჰუმანიტარულ მიზნებს ეჭვქვეშ აყენებს.

შეგახსენებთ, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილის, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრ მარიამ ბაჯელიძისა და კიდევ სამი ფონდის ხელმძღვანელთა საცხოვრებელ სახლებში. წაღებულია ტექნიკური მოწყობილობები და ტელეფონები.

მსგავსი