ჩხრეკა ანდრეი ერმაკის ოფისში

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოფისში ჩხრეკას ატარებს. ინფორმაციას თავად ანდრეი ერმაკიც ადასტურებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერმაკი წერს, რომ ადგილზე მისული გამომძიებლებისთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია. მისივე თქმით, სამართალდამცველებთან თანამშრომლობს და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიცრებს „სახლზე სრული წვდომის უფლება“ მისცა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამ დროისთვის უცნობია, იმყოფება თუ არა თავად ერმაკი ადგილზე. ოფისში დაახლოებით ათი ოფიცერი იმყოფება. მანამდე, 25 ნოემბერს, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა, სემიონ კრივონოსმა განაცხადა, რომ გამოძიების დროს, ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებული საქმე გაფართოვდებოდა.