ჩხოროწყუს დამსახურებული პედაგოგი 

ნარგიზ კვარაცხელია უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ხაბუმეს საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

მასწავლებლობასთან ერთად, ის სოფლის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი მცველია. პედაგოგის  ინიციატივით შეიქმნა სასკოლო მუზეუმი, სადაც უნიკალური მასალებია დაცული. ნარგიზ კვარაცხელიას მრავალწლიანი შრომა ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქის წოდებითაც დაფასდა. მისი ცხოვრება  მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს განათლების, კულტურისა და საკუთარი კუთხის სიყვარულით მთელი თაობები აღზარდოს.

ნატალია ბერულავას და მურადი ფარცვანიას რეპორტაჟი ჩხოროწყუდან.