ჩხეიძის და ჭიჭინაძის გადაწყვეტილება

„საქართველოს პატრიოტები“ პარლამენტში ფრაქციის შენარჩუნებას ცდილობენ. ნატო ჩხეიძემ პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილების მიზეზი დღეს პირველად დაასახელა. დეპუტატი ამბობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე თანაგუნდელებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ იგრძნო.

პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ჩხეიძემ პარლამენტი ისე დატოვა, რომ „საქართველოს პატრიოტებთან” საჯარო კომუნიკაცია არ ჰქონია. ჯერ უცნობია, ვის შესთავაზებს ინაშვილის გუნდი ფრაქციაში გაწევრიანებას.

დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ კონსულტაციების დაწყებამდე „საქართველოს პატრიოტებმა“ შესაძლოა, თავად ჩხეიძის გადარწმუნება სცადონ.