ჩხარტიშვილის საჩივარი

„ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა. მისი თქმით, ნამახვანის დიდი ჰესების კასკადის მშენებლობა უკანონოა, რადგან ჰიდროსადგურების გარემოსდაცვითი სამშენებლო ნებართვები გაცემული არ არის და სამშენებლო საქმიანობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ მშენებლობამ ადგილობრივების მწვავე პროტესტი გამოიწვია, რომელიც, მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ, არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაარბიეს.