ჩინური მედიაკომპანია საქართველოს შესახებ 40-მდე ვიდეოკლიპს იღებს

12:14, 12.08.2018

ჩინური მედიაკომპანია საქართველოს შესახებ  40-მდე ვიდეოკლიპს იღებს. 11-კაციანი შემადგენლობა ჩვენს ქვეყანას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პრესტურის ფარგლებში ეწვია.

ორი კვირის განმავლობაში ჯგუფის წევრები ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდნენ და სხვადასხვა კურორტის შესახებ ვიდეოკლიპებს იღებდნენ, რასაც მოგვიანებით საერთაშორისო აუდიტორია და 60 მილიონზე მეტი ადამიანი ნახავს.

მსგავსი